10
22.04.2023წ.
სოფელ ღარში მდინარე ღარულაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სტიქიამ გასულ წელს, სოფელ ღარში, სამი სახიდე გადასასვლელი დააზიანა. ამ დროისთვის დასრულებულია ორი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ხოლო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამანქანო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბურჯებისა და ლითონკონსტრუქციების გათვალისწინებით.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 350 000 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის მაისის თვეში იგეგმება.