სოფელ ფარახეთში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტო – ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები.

13.10.2022

სოფელ ფარახეთის გზის რეაბილიტაცია.
 სოფელ ფარახეთში აქტიურად მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტო – ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები.
სამუშაოები დღეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, პირველ მოადგილე ალავერდ ხვედელიანთან და მოადგილე გივი მეტრეველთან ერთად მოინახულა.
 პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 200’000 ლარს შეადგენს. სამუშაოები კი მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
შემსრულებელი შპს “ამბროლაურის ავტოგზა”.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს