სოფელ სომიწოში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

04/06/2025

სოფელ სომიწოში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა ადგილზე დაათვალიერა.
პროექტი სოფელ სომიწოში მისასვლელი გზის 1800 მ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება 530 000 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2026 წლის ივნისში იგეგმება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა