ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, ა(ა)იპ ორგანიზაციის და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ების წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

05.06.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან, ა(ა)იპ ორგანიზაციის და მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ების წარმომადგენლებთან მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის საკითხზე, სამუშაოების ხარისხიანად, დაგეგმილ ვადებში შესრულების აუცილებლობაზე. სერგი ხიდეშელმა ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მნიშვნელობას.
საუბრისას ასევე განიხილეს სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და მათი უმოკლეს დროში გადაჭრის გზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა