2
07.05.2025წ.
სოფელ გომში გზის რეაბილიტაციის ბეტონის საფარის მოწყობის მე-2 ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
️ ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა სოფელ გომში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტი გულისხმობს გზის რეაბილიტაციას ბეტონის საფარით, ასევე გზის სამოსის, წყალგამტარი მილების და დამცავი ზღუდეების მოწყობის სამუშაოებს.
პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს – 200 000ლარს.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანი – შპს “ცოტნე“ ასრულებს, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება.