სოფელ გლოლაში 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული ჩხოჭურის წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

13.08.2023წ.

სოფელ გლოლაში 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული ჩხოჭურის წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და მხარის რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რომლებიც შეხვდნენ შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს, გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
სოფელ გლოლაში ჩხოჭურის წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის ონის და ამბროლაურის სერვის ცენტრი ახორციელებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა