სლავა მეტრევლის სახელობის სტადიონზე ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ერთ-ერთი სახეობა გეზრბენი

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, სლავა მეტრევლის სახელობის სტადიონზე ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ერთ-ერთი სახეობა გეზრბენი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქ.ონის, პიპილეთის, უწერის და ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. 
გოგონებს შორის გამარჯვება მოიპოვა ონის საჯარო სკოლის გუნდმა. დაფიქსირდა დრო – 15 : 07 (დისტანცია 800 მ).
ვაჟებში პირველი ადგილი დაიკავა ასევე ონის საჯარო სკოლის გუნდმა. დაფიქსირდა დრო – 17: 05 ( დისტანცია 1000მ).
მსგავსი სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა