26.04.2020წ.
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მრავალმა ონელმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და შეძლებისდაგვარად დაეხმარა შეჭირვებულ თანამოქალაქეებს.კეთილი გმირების სიას დაემატა კიდევ ერთი ღირსეული რაჭველის, თავის ხეობაზე, ხალხზე და სოფელზე შეყვარებული ადამიანის ბექა გუგეშაშვილის სახელი, რომელმაც გლობალური საფრთხის დროს არ დაივიწყა თავისი ხალხი და 24 აპრილს მერის წარმომადგენელთან და დეპუტატთან ერთად ოთხ შეჭირვებულ ოჯახს 200-200 ლარის პროდუქტი და პირველი საჭიროების ნივთები გადასცა, ასევე 200 ლარის ელექტროენერგიის დავალიანება დაუფარა ონის ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მობინადრე სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მართალია სიკეთის ქმნის მაძიებელი ნაკლებად ფიქრობს იმაზე შეუფასდება თუ არა მას სიკეთე, რომელიც უანგაროდ გასცა. სიკეთის ქმნა მისი სულიერი მოთხოვნილებაა , მაგრამ გვინდა გაგაცნოთ ზემო რაჭაზე შეყვარებული და გულშემატკივარი ადამიანი , რადგან მის მიერ გაკეთებული მადლის შესახებ მთელმა საკაოს ხეობამ იცის და კიდევ ბევრის გაკეთებას აპირებს.
2018 წელს ბექა გუგეშაშვილმა სოფელ მაჟიეთში დააფუძნა ფოლკლორული ფესტივალი “ბეჩა ყირამალა”, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა.
მადლობა მას, იმიტომ რომ არსებობს, იმიტომ რომ მას სიყვარული შეუძლია და ფიქრობს სხვის კეთილდღობაზე.
ახალმა განსაცდელმა დაანახა სამყაროს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანია და ის მუდამ ყურადღების ეპიტცენტრშია, გვჯერა , რომ ხვალ ამ სახელებს კიდევ მეტი სახელი დაემატება , ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომით მრავალ განსაცდელს დავამარცხებთ და ვიზეიმებთ ბედნიერ გაზაფხულს.
#სიკეთეგადამდებია