სერგო ხიდეშელმა სამუშაო შეხვედრა გამართა მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებთან

29.11.2021წ.

29 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა შედგა
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები: გიორგი ნოდარიშვილი და ლევან შერაზადიშვილი
სხდომა წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად და განხილული საკითხები იყო:
1. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი
2. 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალგაზრდული ინიციატივების გათვალისწინება
3. 2021-23 წლის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი
4. ახალგაზრდული მრჩეველთ საბჭოს თანამშრომლობა სხვა მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოებთან
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მერს წარუდგინეს თავისი მოსაზრებები, შენიშვნები და ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით
მათ ასევე მერს გააცნეს ახალგაზრდების საჭიროებები მუნიციპალიტეტეში. თავის მხრივ მერმა  მზაობა გამოთქვა  თანამშრომლობისა და მრჩეველთა საბჭოს წესდების შესაბამისად მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების ერთობლივი განხილვისა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.