სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ქალაქ ონში მცხოვრებ ებრაულ მოსახლეობას სინაგოგას ეზოში შეხვდნენ

ფესახის ბიბლიური დღესასწაული მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

20 აპრილს სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ქალაქ ონში მცხოვრებ ებრაულ მოსახლეობას სინაგოგას ეზოში შეხვდნენ, ფესახის ბიბლიური დღესასწაული მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ონის სინაგოგა არის სიმბოლო ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის.
ამ დროისთვის ქალაქ ონში სამი ებრაული ოჯახია, რომლებიც ქართველებთან ერთად აგრძელებენ მეგობრულ თანაცხოვრებას.

 

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო