საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გამარჯვებულ 50 ბენეფიციარ ქალს შორისაა ონის მუნიციპალიტეტის თექის სახელოსნო „ედენას“ დამფუძნებელი ლილიანა მაისურაძე

4.10.2019წ.

სასიამოვნო სიახლე!
საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობით და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გამარჯვებულ 50 ბენეფიციარ ქალს შორისაა ონის მუნიციპალიტეტის თექის სახელოსნო „ედენას“ დამფუძნებელი ლილიანა მაისურაძე.
პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალების, მათ შორის სოფლად მცხოვრები და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ქალების მხარდაჭერას. პროექტი განხორციელდება 2019-2020 წწ-ში.
შიდა კომისიის მიერ შერჩეულ ბენეფიციარებს ბიზნესის გაფართოების მიზნით გადაეცათ გრანტი.
ლილიანა მაისურაძის განცხადებით, აღნიშნული თანხით შეიძინეს საჭირო მანქანა-დანადგარები, მანეკენები და სხვადასხვა მასალები, რაც დაეხმარებათ სამომავლოდ ახალი გეგმების დასახვასა და ედენასთვის ახალი ეტაპის დაწყებაში .

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა