საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსში I ადგილი დაიკავა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე – X კლასის მოსწავლემ ანი ლობჟანიძემ

7.10.2019წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსში I ადგილი დაიკავა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე – X კლასის მოსწავლემ ანი ლობჟანიძემ, რომელიც გაემგზავრა საფრანგეთში,ქალაქ სტრასბურგში და მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე ანის პატივი ქონდა გაცნობოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მუშაობის პროცესს. პროტოკოლის ფარგლებში, ასევე შეხვდა და ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს – ემანუელ მაკრონს.
შეგახსენებთ – საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესა და ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ესეების კონკურსი – „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?” მიმდინარე წლის 22 თებერვალს, IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც შეეცადნენ, წარმოეჩინათ ევროპელი, რომლის ცხოვრების წესი და ფასეულობები ევროპული ღირებულებების გამომხატველია. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ანი ლობჟანიძეს,მის პედაგოგს რეზო ბარბაქაძეს და ღების საჯარო სკოლას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა