საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობით შემუშავდა სამწლიანი (2024–2026) საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს

22.07.2025წ.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლობით შემუშავდა სამწლიანი (2024–2026) საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
პროგრამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობისთვის შეხსენება ჩვენი ერისა და კულტურის იმ უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეტაპებისა, რომლებიც განმსაზღვრელად იქცნენ ქვეყნის ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესში.
ლექციები გაიმართება როგორც ქალაქ თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 23 ივლისს, გიწვევთ ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის კულტურის სახლში
დასაწყისი: 12:00 საათზე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა