6
10.12.2023წ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLVI სხდომა მოიწვია.
შეხვედრაზე, რომელსაც ათეას ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, სხვა საკითხებთან ერთად, ასოციაციის მესამე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურისა და ათეას აღმასრულებელი დირექტორის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, სხდომის მონაწილეებმა ორგანიზაციის საწევრო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს და ათეას გენდერული თანასწორობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
იხილეთ ვრცლად: https://nala.ge/blog_details/256716