საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLII სხდომა მოიწვია, რომელსაც ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა

02.11.2022წ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLII სხდომა მოიწვია, რომელსაც ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე-გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების შემდეგ, რომელიც საბჭოს წევრებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ-ნათია ღვინაშვილმა წარუდგინა, მონაწილეებმა ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) საქართველოს დელეგაციის კანდიდატთა წარდგენის შესახებ იმსჯელეს.
საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, დელეგაციის ძირითად შემდგელობაში თბილისის საკრებულოს წევრის-ნინო რუხაძის, ფოთის მერის-ბექა ვაჭარიძისა და ბათუმის საკრებულოს წევრის ნერიმან ცინცაძის კანდიდატურების დამტკიცებას.
სათადარიგო წევრთა შემადგენლობა კი, ოზურგეთის, მცხეთისა და ახალციხის თემთა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების-ქეთევან ხომერიკის, შორენა ნოზაძე-ბერიძისა და საბა კბილაშვილის კანდიდატურებით დაკომპლექტდა.
აღსანიშნავია, რომ ნინო რუხაძე, რომელიც მიმდინარე პერიოდში ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში საქართველოს ინტერესებს ვიცე-პრეზიდენტის რანგში წარმოადგენს, კვლავ შეინარჩუნებს აღნიშნულ თანამდებობას.
დღესვე, ნათია ღვინაშვილმა, საბჭოს წევრებს, ასოციაციის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც წარუდგინა, რის შემდეგაც, სხდომის მონაწილეება წლის ბოლომდე განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებზეც იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა