სასიხარულო ინფორმაცია

16.05.2021წ.

თორნიკე სამხარაძე ჩემპიონია!
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ კონსტანტინ ალექსანდრუს და იოან პოპოვიჩის” სახელობის ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ონის მუნიციპალიტეტის საჭიდაო სკოლის მოსწავლემ თორნიკე სამხარაძემ ( 80 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა, გიორგი კვინიკაძის ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველობა არავის დაუთმო.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თორნიკე სამსახაძეს დამსახურებულ გამარჯვებას. წარმატებებს უსურვებს სპორტულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

 

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს