28.10.2019წ.
28 ოქტომბერს, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ინიციატივით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლო პერიოდში ონის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ სამ ოჯახს სამზარეულოს ნაკრები ჭურჭელი და ზამთრისთვის პლედები გადაეცათ.