რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა, ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ.

7.02.2024

მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ტექნიკა, შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – ბაჩანა მარკოიშვილმა, მოადგილებთაან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა ელექტროენერგიის აღდგენითი და გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ასევე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს.
სამუშაოები როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელ.ენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს