რაჭის მუზეუმის ექსპოზიციის პროექტის წარმატება – ოქროს პრიზი საერთაშორისო კონკურსზე

17.06.2025წ.

რაჭის მუზეუმის ექსპოზიციის პროექტის წარმატება – ოქროს პრიზი საერთაშორისო კონკურსზე
რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award (ვაშინგტონი, აშშ) ოქროს პრიზი მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა, ონის მუზეუმის თანამშრომლების ჩართულობით, შეიმუშავეს გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია. ხოლო StudioMilou-მ ამ ხედვას დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტა მისცა.
გამოფენა ქალაქ ონში, მუზეუმის ახალაშენებულ შენობაში განთავსდება. პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შემდეგ, გამოფენის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის – ექსპოზიციის ინსტალაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება. გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს და ახლებურად მოუთხრობს რაჭის რეგიონის მდიდარი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ.
პროექტის განხორციელების შედეგად, რაჭის მუზეუმი გარდაიქმნება რეგიონში უმთავრეს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ; შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი.
რაჭის მუზეუმის გამოფენის პროექტის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს კულტურული და სამუზეუმო სივრცისთვის და, ამასთანავე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმების როლის მზარდ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.

Related posts

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში „საჯვარეობის“ ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა