რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

by magda

27.02.2026წ.

რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
🔹დაცული ტერიტორიების სააგენტოს კონკურსი „საოჯახო, ეკო-აგრო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული საოჯახო ინიციატივების მხარდაჭერას.
🔹კონკურსის შედეგად გამოვლინდა 5 გამარჯვებული პროექტი; საგრანტო ფონდის საერთო მოცულობამ 35 951 ლარი შეადგინა.
მხარდაჭერილი ინიციატივები ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, ტურისტებისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას და თემში დამატებითი შემოსავლის წყაროების შექმნას.
🔹კონკურსი განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტის — „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content