რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა

12.05.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა სოფლის საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა და მიზნად ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და სოფელში არსებული გამოწვევების განხილვას ისახავდა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობის მხრიდან იქნა წამოჭრილი.
მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს თითოეულ პრობლემურ მიმართულებაზე. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკითხების ნაწილი უკვე შესაბამის რეაგირებასა და ეტაპობრივ მოგვარებას ექვემდებარება, ხოლო დანარჩენ მიმართულებებზე მუშაობა ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით გაგრძელდება.
შეხვედრა მოსახლეობასთან აქტიური დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები და საჭიროებები უშუალოდ გაეზიარებინათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს