რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11.11.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს სამსახურების მიმდინარე საკითხები, არსებული გამოწვევები, მათი მოგვარების გზები და სამომავლო გეგმები.
პაპუნა მარგველიძის მხრიდან ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც ოპერატიულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს.
გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისა და მათ საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობაზე.
სამუშაო შეხვედრას, რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, მოადგილე, ლევან შერაზადიშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა