რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილს შეხვდა

17.07.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ალადაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მხარის მასშტაბით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების, ტყეკაფების გამოყოფისა და ზამთრის სეზონის მოახლოებისას მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის საკითხი, ასევე “საქმიანი ეზოების” მუშაობის პრინციპი.
საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 64 “საქმიანი ეზო”, საიდანაც 5 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. “საქმიანი ეზოები” მოქალაქეებისთვის საშეშე მერქნის შეძენისა და ტრანსპორტირების გამარტივებას ემსახურება.
მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, რაც მოსახლეობის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რწმუნებულის მოადგილეები, ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, ბერდია ჩანქსელიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი მეწარმეები და სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა