რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში, სოფლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

by magda

21.06.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში, სოფლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, რეგიონული ფონდისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფლამდე მისასვლელი გზის 2კმ სიგრძის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი.
სამუშაოების ღირებულება 876 000 ლარს შეადგენს.
პროექტის მიმდინარეობას, მხარის რწმუნებულთან ერთად რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content