რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

19.06.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, რეგიონული ფონდისა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფლის შიდა საუბნო 1200 მ სიგრძის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი.
მიმდინარე სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა