რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელს, ანა ჭელიძეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა

06.04.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელს, ანა ჭელიძეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
ანა ჭელიძემ ოქროს მედალი მოიპოვა საგარეჯოს ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის რეგიონულ ტურნირში, რომელშიც 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ადგილობივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხატვრული ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და მცირე დროში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები ასევე გადასცეს ანა ჭელიძის პედაგოგებს – სალომე ბურდილაძესა და ასმათ ჯაფარიძეს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა