რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი – ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შეხვდა

06.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი – ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შეხვდა.
 სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს აღნიშნულ სამსახურებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი ღონისძიებები და პრობლემური საკითხები. იმსჯელეს ზოგიერთი მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების გზებზე.
 მსგავსი სამუშაო შეხვედრები პერიოდულად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციების მხრიდან უფრო ეფექტურ მუშაობასა და კონკრეტული სფეროების მეტად განვითარებას.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო