რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

21.01.2022წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება.
21იანვარს ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის მოსახლეობასთან გამართეს და შეკრებილ საზოგადოებასთან აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიან პროგრამაზე ისაუბრეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა და ეპიდემიოლოგმა ნონა ბაკურაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია პანდემიის დასამარცხებლად. ამასთან მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. ყველა მათგანს ვაქცინაციის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.
შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, დაიცვან საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.