რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მორაგბეთა გუნდ „ამარანტების“ ორგანიზებით, ამბროლაურის აგრანო ვაჩაძის სახელობის მოედანზე 2013-2014 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

13.06.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მორაგბეთა გუნდ „ამარანტების“ ორგანიზებით, ამბროლაურის აგრანო ვაჩაძის სახელობის მოედანზე 2013-2014 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სამტრედიის „ფენიქსი“, სენაკის „ჯიხა“, ქუთაისის „აია“,ჭიათურის „მათე“, ბათუმის „ბათუმი“, წყალტუბოს „დინოზავრი“ და საჩხერის „ჯრუჭი“, „ამარანტები“ კი სამი გუნდით იქნება წარმოდგენილი – ლენტეხის „დათვები“, ცაგერის „ცეკური“ და ამბროლაურისა და ონის გაერთიანებული გუნდი „რაჭველები“. 10 ქართულ გუნდთან ერთად, იასპარეზებენ უკრაინისა და აზერბაიჯანის გუნდები.
თამაშები 15 ივნისს 12:00 საათიდან დაიწყება, 16:30 საათზე კი, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილე გუნდებს სამახსოვრო პრიზები და თასები გადაეცემათ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასასწაული „ონელობა 2026“ აღინიშნა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სახალხო დღესასასწაულ „ონელობა 2026“-ის სამზადისს გაეცნო

ძვირფასო ონელებო, ჩვენი ქალაქის სტუმრებო ! გულითადად გილოცავთ ონელობის სახალხო დღესასწაულს!