რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან – ირმა ჩიხრაძესთან ერთად, ა.ა.ი.პ ონის საბავშო ბაგა-ბაღი მოინახულა

31.01.2024წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან და მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან – ირმა ჩიხრაძესთან ერთად, ა.ა.ი.პ ონის საბავშო ბაგა-ბაღი მოინახულა.
ხელმძღვანელი პირები გაეცნენ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება, აგრეთვე ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ის საჭიროებები, რაც ბაგა-ბაღის ავტორიზაციის გავლის პროცესამდე არის მოსაგვარებელი.
აღსანიშნავია, რომ ბაღი ავტორიზაციის პროცესის გავლისთვის ემზადება, რისთვისაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი. აღნიშნული სამუშაოები კი უახლოეს მომავალში ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით განხორციელდება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.