რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სარაგბო კლუბი-‘’ამარანტები’’ დაფუძნდა

28.10. 2023წ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სარაგბო კლუბი-‘’ამარანტები’’ დაფუძნდა.
გაცნობებთ, რომ რეგიონში ჩამოყალიბდა სარაგბო კლუბი, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი დონის ლიცენზირებული მწვრთნელებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი და სათამაშო ინფრასტრუქტურით.
მისი შექმნის მიზანი უპირველეს ყოვლისა -რაგბის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებას წარმოადგენს.
რეგიონალური რაგბის კლუბის ფუნქციონირება ორგანიზაციული და სპორტული თვალსაზრისით დამყარებული იქნება მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებაზე, ამავე დროს კლუბი ხელს შეუწყობს მის წევრებს შორის ეროვნული ღირებულებების გავრცელებასა და განმტკიცებას.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს სარაგბო კლუბ ‘’ამარანტებს’’. რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი მოგიწოდებთ დაინტერესდეთ სპორტის ამ სახეობით და გახდეთ ახლად შექმნილი კლუბ ‘’ამარანტების’’ წევრები.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით
599 264 855 ლადო ვაწაძე ‘’ამბროლაური’’
599 043 636 ფარნა კიკვიძე ‘’ონი’’
577 657 271 ავთანდილ ამყოლაძე ‘’ცაგერი’’
555 398 989 გელა ფირცხალავა ‘’ლენტეხი’’

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა