რაჭაში, სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა საძიებო სამუშაოები გრძელდება

13.08.2023წ.

რაჭაში, სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა საძიებო სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოებში ჩართული მძიმე ტექნიკა, საძიებო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების მეთვალყურეობით აწარმოებს.
საძიებო ღონისძიებებში მონაწილეობენ პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
მიმდინარეობს და გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. რაც შეეხება, სტიქიის ეპიცენტრს, საძიებო სამუშაოების მიზნით, მიწის მასის 60% გადამოწმებულია.
18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები, კერძოდ ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარის კალაპოტების 54 კილომეტრიან მონაკვეთში.
რაც შეეხება გარდაცვლილების სტატისტიკას, არ შეცვლილა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნანახი იქნა ადამიანის ცალკეული 4 ფრაგმენტი.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა