16
13.03.2024წ.
პროექტის “ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების მეშვეობით”, რომელიც ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა -ის მხარდაჭერით, “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო” აცხადებს შესარჩევ კონკურსს “ერასმუს”+-ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩოხატაურის და ონის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის.
პროექტი “STAY Alert Europe: Sensitive, Tolerant, Aware Youth” დაფინანსებულია “ერასმუს”+ პროგრამის ფარგლებში, ის ორ ეტაპიანია და ჩატარდება:
I ნაწილი: 28 აპრილი – 5 მაისი, ჰირშლუჰი, გერმანია.
II ნაწილი: 20-29 ივნისი, ქობულეთი, საქართველო.
შერჩეული კანდიდატი მონაწილებას მიიღებს პროექტის ორივე ნაწილში !
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი 10 მარტის 18:00-მდე, ელექტრონულ ფოსტაზე syc_guria@yahoo.com
მოთხოვნები:
– ასაკი 17-დან 26 წლამდე;
– ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
– მოტივაცია, რომ განივითაროს სხვადასხვა კომპეტენცია (საერთაშორისო გარემოში კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები და პრეზენტაციის უნარები);
– მზაობა, რომ აქტიურად ჩაერთოს პროგრამაში;
– მზაობა რომ მიღებული ცოდნა გაუზიაროს ადგილობრივ ახალგაზრდებს გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ.
პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://cutt.ly/NwM8wc4d
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.