პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს 8 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა

31.12.2023წ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს 8 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხ მუნიციპალიტეტს ამბროლაურს, ონს, ცაგერს დალენტეხს თანაბრად გაუნაწილდათ, რომლებიც უახლოეს მომავალში სამ მარშუტად: ქალაქში, სოფლებსა და მუნიციპალიტეტების ცენტრებს შორის ივლის.
ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე დასასწრებად ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ.

Related posts

ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ახალგაზრდული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა

ონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლი გაიმართა

ქალაქ ონში დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს