ღონისძიება პოეტ ანა ერისთავის ორგანიზებით ჩატარდა და ესწრებოდნენ პოეტის ნათესავები, მეგობრები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები.
ავტორზე და მის შემოქმედებაზე ისაუბრა პოეტმა გურამ გორდეზიანმა, მისი შემოქმედების თაყვანისმცემელმა იოლანდა კალმახელიძემ. მოწვეულმა სტუმრებმა პოეტის კრებულიდან წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები.