პირველად ონში – 15 ივნისს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართება

28.05.2024წ.

პირველად ონში – 15 ივნისს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართება
საქართველოს მთავრობის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობით, ონის რაიონში 15 ივნისს 2013-2014 წლებში დაბადებულ ბავშვთა ფესტივალი გაიმართება.
ტურნირის მასპინძელია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ერთი წლის წინ დაარსებული სარაგბო კლუბი ‘ამარანტები’. გუნდი ბიზნესმენების – დიმიტრი აბდუშელიშვილის, მამუკა მურჯიკნელის, ალექსი ნიკოლაიშვილის და აკაკი დავითულიანის თაოსნობით, ლეჩხუმის, ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებისა და რაგბის კავშირის მხარდაჭერით დაარსდა.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტში სარაგბო ბავშვთა ფესტივალი აქამდე არასდროს ჩატარებულა. მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რეგიონში რაგბის პოპულარიზაცია.
ფესტივალში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და მათი უმრავლესობა – 14, დასავლეთ საქართველოს წარმოადგენს. ესენი არიან: ცაგერის “ცეკური”, ლენტეხის “დათვები’” ონი-ამბროლაურის “რაჭველები”, ჩაქვის “ჩაქვი”, ქობულეთის “პონტო”, ბათუმის “ბათუმი”, სამტრედიის “ფენიქსი”, წყალტუბოს “დინოზავრი”, ქუთაისის “აია”, ოზურგეთის “არწივები”, ჭიათურის “მათე”, საჩხერის “ჯრუჭი”, სენაკის “ჯიხა” და ფოთის “კოლხი რაინდები”.
ამ ეტაპზე ორი გუნდია მიწვეული კახეთის რეგიონიდან – პატარძეულის ‘ვეფხვები’ და სიღნაღის ‘ქიზიყი’. თამაშები ონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე 13 საათზე დაიწყება და 18 საათამდე გაგრძელდება.
ორგანიზატორების სურვილია, რომ სამომავლოდ ფესტივალი უფრო მასშტაბური გახდეს და მასში თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს გარდა, უცხოური გუნდებიც ჩაერთოს.

Related posts

მიმდინარე წლის 13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, საზოგადოებრივ სივრცეებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნერგები დარგო და ქალაქის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო