31
30.12.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დასრულდა პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პიპილეთი-ჟაშქვას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა ბეტონის საფარისა და დამჭერი კედლების მოწყობას.
29 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი იმყოფებოდნენ სოფელ პიპილეთში და ადგილზე გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.
პიპილეთი-ჟაშქვას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შესრულებულია შპს “რაჭა 2005“-ის მიერ, რომლის ღირებულება შეადგენს – 366 643 ლარს, ხოლო დაფინანსებულია 95% სახელმწიფოს მიერ, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან.