პიპილეთის საჯარო სკოლას, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ახალი ტრანსპორტი გადაეცა

17.02.2024წ.

პიპილეთის საჯარო სკოლას, მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ახალი ტრანსპორტი გადაეცა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან – ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან- ბაჩანა მარკოიშვილთან და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან- ირმა ჩიხრაძესთან ერთად, პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა შპს ‘’განახლებადი ენერგიის რეგიონული კომპანიის’’ დირექტორის- დავით უგრელიძის მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში, პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსწავლეებისა და პედაგოგების გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოგვარებას, რაც უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენდა პიპილეთის სკოლისთვის.
შეხვედრაზე პედაგოგებმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სკოლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრის თვეში, ერთ-ერთ შეხვედრაზე პედაგოგების მხრიდან ყურადღება გამახვილდა სკოლისთვის არსებული საჭიროების შესახებ, რომელსაც მოძველებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენდა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის და ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.