ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

13.12.2022წ.

ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“-ს დირექტორმა, არჩილ ხაბურძანიამ მოაწერეს.
ონში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. დამატებით მოეწყობა, 10 კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ბოლოს არის დაგეგმილი,რომლის შემდეგაც ონის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 18 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლევან შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში სპექტაკლის „უცხო ჩიტი“ (შერეკილები) განმეორებითი ჩვენება გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილეებთან ერთად პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა