ონში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა

by magda

02.01.2022წ.

ონში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
მაყურებლის წინაშე წარსდგა მომღერალი ოთო ნემსაძე ბენდთან ერთად, მანამდე კი ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის ცენტრის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მომღერლებმა მაყურებელს ერთსაათიანი საინტერესოდ დატვირთული პროგრამა წარმოუდგინეს.
ონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, აგრეთვე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content