ონში გამწვანების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

08.05.2025წ.

ონში გამწვანების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ქალაქში ირგვება სხვადასხვა სახის დეკორატიული მცენარეები და ხეები, მათ შორის ტუია, ბზა, ნეკერჩხალი, ჰორტენზია, ჟასმინი, ლავანდა და სხვა. სკვერებში ასევე ეწყობა საფეხმავლო ბილიკები.
სამუშაოები განხორციელდა დავით აღმაშენებლისა და დემეტრე II-ის მოედნებზე, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, სააკაძის ქუჩაზე გამწვანდა სამი ახალი სკვერი, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა ვახტანგ VI-ის ქუჩაზე არსებულ სკვერშიც.
ქალაქში გამწვანების სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე ეტაპობრივად დასრულდება.
სამუშაოებს ონის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური ახორციელებს.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო