ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება

ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება, ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, სტაბილურად მიეწოდება.

განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის კოორდინაციით აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად.

წყალუხვობის გამო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა შეუძლებელია, ამ დროისთვის, მდინარე რიონის კალაპოტის შესაცვლელად საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები უშუალოდ ქსელის რეაბილიტაციას დაიწყებენ.

„წყალუხვობის პერიოდში ვერ ვუდგებით დაზიანებულ მილებს რომ შეიცვალოს და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს. მდინარის კალაპოტის შეცვლისთვის საჭირო სამუშაოები გაგრძელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დაზიანებული მილები გამოვცვალოთ.“ – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.

Related posts

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება