ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

17.01.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რამდენიმე პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და გაეცნო არსებულ ვითარებას.
უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
იწმინდება როგორც ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი, ისე სოფლის შიდა საუბნო გზებზე არსებული მცირე მეწყრული კერები.
საავტომობილო მიმოსვლის შუფერხებლად განხორციელების მიზნით გზების წმენდა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა