4
08.04.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზნარაში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს .
8 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ იერი “ ახორციელებს.