2
08.04.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ქალაქ ონში მდინარე რიონის სანაპიროზე რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს .
8 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ცოტნე “ ახორციელებს.