2
14.12.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, კვლავ, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ამ ეტაპზე სამუშაოები სამ სოფელში (უწერა, სორი, ლაგვანთა) მიმდინარეობს.
სოფელ უწერაში წყალსადენის რეაბილიტაცია, ხოლო სორსა და ლაგვანთაში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტის სოფლებს. პირვანდელი სახის დაბრუნება კი გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა აქტიური და ინტენსიური მუშაობის ფონზე მალე, სასიკეთოდ, შეიცვლება ვითარება.