ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი- ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

13.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი- ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა.
 რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული, პარმენ მარგველიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.
 თაბაშირის კარიერთან ჩამოსულია დიდი ზომის მეწყერი, გრუნტისა და კლდის მასა, დაახლოებით 2000 კუბური მეტრი. ამასთან, ფერდობზე შეინიშნება მეწყრული ნაპრალი, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ახალი მასის ჩამოსაშლელად. სტიქიის ზონიდან რამდენიმე მეტრში ბაჯიხევის მხარეს მეწყრული პროცესების გამო დაწეულია გრუნტი და გზის რკინა-ბეტონის საფარი 30 გრძივ მეტრზე დარჩენილია ჰაერში.
 ‘’ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ამ ეტაპისთვის, მთავარი პრიორიტეტია სოფელში მისასვლელი ალტერნატიული გზის 300 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა, შემდეგში ძირითადი გზის გაწმენდა ჩამოტანილი ნაშალი მასალისგან და ჩავარდნილი მონაკვეთის აღდგენა. ვრჩებით აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და ვეცდებით, უმოკლეს დროში დავიწყოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები’’-განაცხადა პარმენ მარგველიძემ.

Related posts

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ონელი მებრძოლების ხსოვნას

მოსახლეობის საყურადღებოდ

ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად, სოფელ წოლაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო