ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ღარში „საჯვარეობის“ დღესასწაული გაიმართა

29.06.2024წ.

დღეს ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ღარში „საჯვარეობის“ დღესასწაული გაიმართა.
საჯვარეობა ყოველწლიურად აღდგომიდან მერვე კვირას სოფელ ღარში აღინიშნება, მას ზემო რაჭის თითქმის ყველა სოფლიდან უერთდებიან სხვადასხვა ასაკის მლოცველები.
დღესასწაულის წინა დღით, ცხენოსნები სოფ. ღარის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში იკრიბებიან, ტრადიციული ფერხულით ქმნიან საზეიმო განწყობას და ერთად მიემართებიან ველების წმინდა გიორგი სალოცავ ადგილზე, სადაც ღამეს ათენებენ და ოჯახის ჩვენი კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობას ავედრებეს წმ.გიორგის და მთავარანგელოზს. მეორე დღეს ცხენოსანი მახარობელი სოფელში შეკრებილ მოსახლეობას, მომლოცველების მშვიდობით დაბრუნებას ამცნობს.
სახალხო-რელიგიულ დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოსახლეობასთან ერთად აღნიშნეს საჯვარეობა.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო