ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებული პროექტები დასრულებულია

by magda

13.11.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით დაფინანსებული პროექტები დასრულებულია.
ამჟამად, აღნიშნული პროგრამით, სოფ. ფსორში სასმელი წყლის კვლევა-ძიების და სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო თანხამ 20 000 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში მოხდა წყლის კვლევა-ძიება, გრუნტის გაბურღვა შესაბამისი მექანიზმით, 0,75 კვტ. წყლის ტუმბოს მონტაჟი ყველა დამხმარე მოწყობილობით, ასევე მოეწყო შესაბამისი შენობა, გაუკეთდა ჰიდროიზოლაცია და დაისხა ბეტონის საფარი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content