11
11.03.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
11 მარტს, საერთო კრება ჩატარდა სოფელ ცხმორში და მრავალძალის ადმინისტრაციულ ერთეულში სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
სოფელი ცხმორი – სკვერის კეთილმოწყობა;
სოფელი მრავალძალი – სანიაღვრე არხის მოწყობა,წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.